Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფეხმძიმე ქეთა თოფურია იასამნისფერი ვარცხნილობით გამოჩნდა – მომღერლის მორიგი ექსპერიმენტი

© Facebook / Keta Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდური ქეთა თოფურია ფეხმძიმობის პერიოდშიც არ წყვეტს ექსპერიმენტებს. ამჯერად მომღერალმა ვარცხნილობა შეიცვალა.

რამდენიმე თვე ტაბლოიდები ქეთა თოფურიას ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ, თაყვანიმცემლები კი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. მომღერალი ინფორმაციას უარყოფდა, თუმცა საბოლოოდ ორსულობა ახალი ვიდეოკლიპითა და სიმღერით გაამყარა. ექსპერიმენტებს მონატრებული შემსრულებელი იასამნისფერი ვარცხნილობით გამოჩნდა. მან უახლესი ვიდეო საკუთარ გვერდზე განათავსა. როგორც ჩანს Instagram-ის აღნიშნული ფილტრი მას ძალიან მოეწონა და შესაძლოა სულ მალე სასურველი ვარცხნილობით გამოჩნდეს.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მომღერალმა აღიარება მალევე მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

თოფურიას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა აღსავსე. მისი ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. წყვილმა რამდენიმე კვირის წინ მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადა. ქეთას სოციალური ქსელი ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.

ყველა ახალი ამბავი
0