Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხათუნა იმ გოგონებს ჰგავს, რომელსაც ბავშვობიდან ვხატავდი“ – ავთანდილი მეუღლეს დაშორდა?

© Sputnik / Alexander Imedashviliავთანდილ ცქვიტინიძე
ავთანდილ ცქვიტინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავთანდილ ცქვიტინიძემ სატელევიზიო ინტერვიუში საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორებს უპასუხა, რომელიც მეუღლესთან მის დაშორებას ეხება.

ავთანდილ ცქვიტინიძეს მეუღლესთან ხშირად „აშორებდნენ”, თუმცა, როგორც დიზაინერმა თქვა, ასეთი ჭორების შემდეგ მის სიყვარულს უფრო მეტად უფრთხილდებოდა. ავთანდილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში მისი და მისი დიპლომატი მეუღლის ხათუნა თორთლაძის სიყვარულზე ისაუბრა. დიზაინერმა გაიხსენა, რომ ხათუნა მასთან პირველად მაშინ მივიდა, როცა ავთანდილი უკვე წარმატებული იყო და მასთან მოხვედრა რთული იყო.

დიზაინერის თქმით, ხათუნა სწორედ იმ ქალს ჰგავს, ვისაც ბავშვობიდან ხატავდა – გოგონებს, რომლებსაც ჰქონდათ აქაჩული წარბები და ხვეული თმა. და როდესაც პირველად დაინახა მომავალი მეუღლე, მიხვდა, რომ ის გოგონა იპოვა, რომელსაც მთელი ცხოვრება ხატავდა.

ავთანდილის მეუღლე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია. შესაბამისად, დიზაინერის და ოლიგარქის ოჯახის წევრის დაქორწინებას მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

„ვიცოდი ამას რაც მოჰყვებოდა, საზოგადოების თვალწინ გაზრდილი პატარა, უპატრონო ბიჭი უცებ გახდა ოლიგარქის სიძე. როცა მიყვარს ადამიანი, შემიძლია პედესტალზე დავაყენო. იმაზე მეტს ვაკეთებდი მისთვის, ვიდრე წარმომედგინა. გაღმერთებული მქონდა ეს ისტორია“, – გაიხსენა ავთანდილმა.

წყვილს 15 წლის ანასტასია ცქვიტინიძე ჰყავს, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს დედას.

ყველა ახალი ამბავი
0