სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 217 შემთხვევა გამოვლინდა

© Sputnik / STRINGERზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 175 842  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 316), გარდაიცვალა – 2 055  (ბოლო 24 საათში – 53), კარანტინის რეჟიმშია 465, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 553 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 971 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, კორონავირუსით რუხის კლინიკაში 69 წლის ქალი გარდაიცვალა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 143 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 85 საშუალო სიმძიმის და მძიმე 6.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 მძიმე.

„სენამედის“ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმე 10.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - 30 პაციენტი.

რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაში პაციენტების თითქმის 4%-ია

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკა - 23 პაციენტი.

„სენაკი ლაზიკა მედი“ - 23 პაციენტი, საშუალო სიმძიმის 19.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 429. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 72 ადამიანი.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 904-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 206 907-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 4. 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175. 842-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 53 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 055-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0