გომელაური: საქართველოში დანაშაული შემცირდა

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში დანაშაული არ იმატებს, ამის განცდას ქმნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მასმედიაში ნებისმიერი, მცირე ინციდენტის გაშუქებაც კი, აცხადებს გომელაური.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, დანაშაული 10%-ით შემცირდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა უწყების მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.

შსს-ს ვებ-გვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებულია მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკა. ბოლო მონაცემებით, 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში დარეგისტრირდა დაახლოებით 48,5 ათასი დანაშაული, რაც 9,98%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამ დროისათვის გახსნილია მესამედზე ოდნავ მეტი. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რამდენი დანაშაული ჩაიდინეს საქართველოში: ახალი სტატისტიკა

„ოპონენტები ხშირად აცხადებენ, თითქოს ქვეყანაში კრიმინალმა მოიმატა, მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10%-ით შემცირდა“, – აღნიშნა გომელაურმა.

ამავდროულად, მისი თქმით, ამ პერიოდში გაიზარდა ზოგიერთი სახეობის დანაშაულის სტატისტიკა.

„კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ – 8,5%-ით, მკვლელობამ 11%-ით მოიმატა“, – განაცხადა გომელაურმა.

კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის გამოწვევაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. 2020 წელს პოლიციამ დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 152 კიბერდამნაშავე. ოჯახში ძალადობის ზრდის ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა, განმარტა გომელაურმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პოზიტიურ ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წელს შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ყაჩაღობა – 42%-ით, გამოძალვა – 34%-ით, ძარცვა – 25%-ით, ქურდობა – 12%-ით, მკვლელობის მცდელობა – 5%-ით. 

დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველო დავით-გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო პუნქტის მშენებლობას მალე დაასრულებს

გარდა ამისა, გომელაურის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მასმედია თავისუფალია, ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის და მედიაში შუქდება ყველაფერი, მათ შორის მცირე ინციდენტიც კი, და ეს ქმნის განცდას, რომ დანაშაულმა იმატა.

ყველა გამოწვევის მიუხედავად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოიშვა, შსს განაგრძობდა უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ, აღნიშნა გომელაურმა.

მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ხუთი კანონიერი ქურდი; „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 49 პირი; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია 71 პირი; საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“; პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 16 პირი; დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა 89 კილოგრამი „ჰეროინი“; ერთი კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბოტექსი“/„სუბოქსინი“; 6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.


ყველა ახალი ამბავი
0