საქართველო დავით-გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო პუნქტის მშენებლობას მალე დაასრულებს

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით–გარეჯი
დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს დიდი სამუშაო გასწია, რათა გაეძლიერებინა სახელმწიფო საზღვრის დაცვა და სასაზღვრო პოლიცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღეჭურვა, განაცხადა გომელაურმა.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. უახლოეს მომავალში დავით–გარეჯის ტერიტორიაზე დასრულდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასაზღვრო პუნქტის მშენებლობა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა უწყების მიერ 2020 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენისას.

საქართველოსა და აზერბაიჯანს რამდენიმე სადავო მონაკვეთი აქვთ, რომლებიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთზე მდებარეობს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აცხადებს აზერბაიჯანის მხარე – ტერიტორიაზე მომლოცველებს გადაადგილება ეკრძალებათ. 

საპატრიარქო  - Sputnik საქართველო
რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე
 

ანგარიშის წარდგენისას გომელაურმა ისაუბრა, რა გაკეთდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო საზღვრის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღსაჭურვად, ავიაციის შესაძლებლობების გასავითარებლად, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატოსთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით წელს სასაზღვრო პოლიციისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოთხი სასაზღვრო სექტორი ბათუმში, კახეთში და ორი ყაზბეგში.

საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით სასაზღვრო პოლიციაში განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.

„აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი – „არგო“ გადმოეცა; სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკს მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანა შეემატა; სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, თურქული მხარის მხარდაჭერით გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები – „სოხუმი“ და „ფოთი“.

გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე მფრინავების თავდაუზოგავი შრომა, რომელთაც უწევთ როგორც სტიქიასთან გამკლავება, ასევე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მათ არაერთი გაფრენა განახორციელეს როგორც სასაზღვრო, ასევე სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას, გარდა ამისა, ასრულებენ სამოქალაქო ავიარეისებს მთის მოსახლეობის დასახმარებლად.

ყველა ახალი ამბავი
0