როგორ მოვხიბლოთ თეთრი ლითონის ხარი: 2021 წლის ტანსაცმლის სტილი და სამკაულის ფერი

© Sputnik / Alex Shlamovთბილისი ახალი წლის დღეებში
თბილისი ახალი წლის დღეებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წელი ახლოვდება. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ყოველ ახალ წელიწადს თავისი მფარველი ჰყავს – 2021 წელი თეთრი ლითონის ხარის წელიწადია.

რა ფერის სამოსითა და სამკაულით შევხვდეთ ახალ, თეთრი ხარის წელიწადს, რათა 2021 წლის მფარველის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ – ეს კითხვა წინასაახალწლო პერიოდში არა მარტო მოდის თაყვანისმცემლებს აინტერესებთ.

„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ იმ ფერების, სამოსისა თუ შესაფერისი აქსესუარების ჩამონათვალს, რომლებიც  2021 წლის მფარველის კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

როგორი ჩაცმულობით შევხვდეთ ხარის წელიწადს?

ბევრისთვის ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია. ასტროლოგების რჩევით, წლის მფარველის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საახალწლო გარდერობის შერჩევისას საჭიროა მისი გემოვნების გათვალისწინება. 

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე

ხარის წელიწადის შესახვედრად სამოსის ფერის შერჩევა რთული არ არის – ესაა თეთრისა და ნაცრისფერის მთელი პალიტრა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ტანსაცმლის ფერი უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ რას ელის ყველაზე მეტად ადამიანი მომავალი წლისგან.

მათ, ვინც ახალ წელს სიყვარულს ეძებს, არჩევანი ვერცხლისფერზე უნდა შეაჩერონ, ვისაც კარიერული წინსვლა აღელვებს – ნაცრისფერის ნებისმიერი ელფერი შეიძლება მოირგონ, ხოლო წარმატებისა და შემოსავლის მაძიებლებმა თეთრი ფერი უნდა აირჩიონ.

ხარს ოქროსფერისა და ყვითლის ელფერიც მოსწონს, კეთილგანწყობილია ასევე იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე და ლურჯი ფერების მიმართ. უადგილო არც ხარის ნატურალური ტყავის მსგავსი რძისფერი, ყავისფერი და ქვიშისფერი ტონებია.

რაც შეეხება წითელს, მასზე უარის თქმა ჯობს, რათა დამდეგი წლის მფარველი არ გაღიზიანდეს.

როგორი ტანსაცმელი ჩავიცვათ?

წლის მფარველის ხასიათის გათვალისწინება საჭიროა არა მხოლოდ ფერების, არამედ სტილის შერჩევისას – ზედმეტად მოკლე და გამომწვევი ტანსაცმელი კონსერვატიულ ხარს შეიძლება არ მოეწონოს.

2021 წლის მფარველს ოქროს შუალედი ესიამოვნება, როდესაც ელეგანტურობა და კომფორტი, მდიდრული და ამავდროულად თავშეკავებული სამოსი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. 

საქართველოს დედაქალაქი ახალი წლისთვის ემზადება - ვიდეო - Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქი ახალი წლისთვის ემზადება – ვიდეო

თეთრი ლითონის ხარი – პატივმოყვარე და მომთხოვნია, უყვარს ფუფუნება, მაგრამ ზედმეტი სიჭრელის გარეშე. ქალბატონებს თამამად შეუძლიათ ოქროსფერი და ვერცხლისფერი საღამოს კაბების მორგება.

ახალი წლის შესახვედრად იდეალური ვარიანტია ხარისხიანი და მდიდრული ქსოვილის შარვალ-კოსტიუმი ან კომბინეზონი. ქვედაბოლოების მოყვარულებს არჩევანის შეჩერება შეუძლიათ ფართო, ფრიალა, პლისე ქვედაბოლოებზე. ხარს თავისუფალი ატლასის ან აბრეშუმის ბლუზებიც მოეწონება.

ასიმეტრია კვლავ მოდაშია. ზურგზე ჩაჭრილი ზედატანი, ბრჭყვიალა ჩანართებით წლის მფარველს აუცილებლად მოეწონება. მეგობრებისა და ოჯახის წრეში შეგიძლიათ მოირგოთ ასევე ნაქსოვი კაბები, კიმონოს სტილის კაბები ფართო სახელოებით და სხვ.

რასაკვირველია, ყველა ეს რეკომენდაცია სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვისაა, მაგრამ ფორმაში ყოფნა მამაკაცებსაც უნდათ.

მათ ახალი წლის ღამეს შეუძლიათ შავი, ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, ღია ყავისფერი ფერების ელეგანტური კოსტიუმის მორგება. მასთან თეთრი პერანგი და შესაფერისი ჰალსტუხი სავსებით საკმარისი იქნება.

წლის მფარველი მამაკაცებს ტანსაცმლის შერჩევისას არ ზღუდავს. მეგობრებთან შეხვედრისას შეიძლება თავისუფალი სტილის ტანსაცმლის შერჩევაც, მაგალითად, ღია ფერის შარვლის ან ჯინსის ჩაცმა პიჯაკთან ერთად, ოჯახურ წრეში კი მოდუნებაც შესაძლებელია – გამოდგება ნაქსოვი ჯემპრი და შესაფერისი ფერის შარვალი.

მთავარია, ტანსაცმელი მოსახერხებელი და კომფორტული იყოს.

სამკაული და აქსესუარები

სწორად შერჩეული სამკაულებისა და აქსესუარების გარეშე ახალი წლის სამოსი არასრული იქნება, თუმცა, არ უნდა დაივიწყოთ ზომიერება. 

დიზაინერი Salome. მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - Sputnik საქართველო
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მოდის მოყვარულებს ონლაინ–ჩვენებას სთავაზობს

საღამოს გარდერობისთვის დასრულებული სახის მისაცემად გამოდგება ღია ფეხსაცმელი ლითონის დეკორით. ბრჭყვიალა ტანსაცმელს გლუვი ფაქტურის ფეხსაცმელს უხამებენ. ხავერდის ჩანთა და ფეხსაცმელი პრიალა ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელს დაამშვენებს.

ნატურალური ქვის აქსესუარები მოუხდება მშვიდი ფერების ტანსაცმელს, მომცრო „კლაჩი“ გრძელ ჯაჭვზე – უზადო არჩევანია სადღესასწაულო საღამოსთვის. რბილი ჩანთა იდეალურად ეხამება საღამოს კაბას.

საიუველირო ნაკეთობები – ახალი წლის გარდერობის მნიშვნელოვანი დეტალია. თეთრ ლითონის ხარს აუცილებლად მოეწონება მსხვილი ქვებისა და მასიური ჯაჭვებისგან დამზადებული ნაკეთობები.

მამაკაცებს სამკაულის სახით შეუძლიათ საკინძეების, საათის გაკეთება.

მასალა მომზადებულია ღია წყაროების საფუძველზე

 

ყველა ახალი ამბავი
0