უკანონო მშენებლობების დემონტაჟი გრძელდება: მერია ვადას აწესებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთებზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა, რასაც მოსახლეობის პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შვიდი ობიექტის მფლობელებს დემონტაჟის განსახორციელებლად ოთხდღიანი ვადა მისცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუნიციპალურმა ინსპექციამ 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ სახელმწიფო მიწაზე დააფიქსირა. რადგანაც ობიექტების მფლობელები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გააკრეს. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: არც ერთ ნაგებობაში, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაიწყებს შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.

„თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მერიის განმარტებით, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და იქ მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სახლების დემონტაჟი კანონიერ საფუძველზე განხორციელდა და მერია სახელმწიფო მიწების მიტაცებას ხელს ვერ შეუწყობს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახლების მფლობელები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ უკანონო ნაგებობები დემონტაჟს დაექვემდებარებოდა და მიწის უკანონო მისაკუთრება დანაშაულია. მისივე თქმით, „არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები“.

ყველა ახალი ამბავი
0