რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

© photo: National Library of Georgiaთეატრისა და კინოს მსახიობი რუსლან მიქაბერიძე
თეატრისა და კინოს მსახიობი რუსლან მიქაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსლან მიქაბერიძეს 1981 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, იგი ლექსების რამდენიმე კრებულის ავტორია.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი რუსლან მიქაბერიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს დამსახურებული არტისტი 1939 წელს ქალაქ ხარკოვში დაიბადა. კინოში გადაღება 1966 წლიდან დაიწყო. მას 40-ზე მეტ მხატვრულ ფილმში აქვს შესრულებული როლები, ძირითადად მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური. იგი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მიმინო“, „მთვარის მოტაცება“, „მიზანი“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და ა.შ. 

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშიქართველი მსახიობები გურამ საღარაძე და რუსლან მიქაბერიძე
რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობები გურამ საღარაძე და რუსლან მიქაბერიძე

რუსლან მიქაბერიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა და კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.

 

ყველა ახალი ამბავი
0