თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 72 წლის გუტა ვაშაძე ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით ქუთაისიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით დაახლოებით ერთი კვირის წინ დაინფიცირდა, მას სხვადასხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.