COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონი მესამე ადგილზეა.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 269 ადამიანს დაუდგინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 98 ადამიანი.

რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდ–კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 287 პირი მკურნალობს, მათგან 25 პაციენტი საშუალო, 31 კი მძიმე პაციენტია. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>>

რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 156 პაციენტი გადის, მათგან 70-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სენაკში არსებულ „სენამედის“ კლინიკაში 40 ინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის ხუთი მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს – მძიმე პაციენტია 12. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 30 პაციენტი, აბაშის კლინიკაში კი 21 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 158 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.487-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 198.387-ს მიაღწია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0