კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / STRINGERეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.487-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 198.387-ს მიაღწია.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.487 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.477 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 533, შიდა ქართლი – 283, აჭარა – 280, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 269, ქვემო ქართლი – 254, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, გურია – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  167.281-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 39 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.922-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 29.158 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.721  პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.876, იმერეთში – 1.370, აჭარაში – 824. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

1.103 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 431 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 51, იმერეთში – 53. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2.461 ადამიანი, მათ შორის 823 – თბილისში, 1.183 – აჭარაში, 165 – იმერეთში. 19.976 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 622 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 245, აჭარაში – 179, ხოლო იმერეთში – 7.

თვითიზოლაციაში იმყოფება 47.759 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.261 პირი, აჭარაში – 8.150, იმერეთში – 6.312.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.487-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 198.387-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0