პლუს 39: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.487-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 198.387-ს მიაღწია.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.922-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.487-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 198.387-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 167.281 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.495), კარანტინის რეჟიმშია 969, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.721 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.461 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0