Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მძიმედაა, ჩამოვიყვანოთ საქართველოში...“ – მამუკა ონაშვილი ზურა დოიჯაშვილზე წერს

© Facebook / Amiran Buturishviliზურა დოიჯაშვილი
ზურა დოიჯაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი საზოგადოებას მოუწოდებენ, ილოცონ მისთვის.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, რომელიც ისრაელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მისი თხოვნაა, რომ ის საქართველოში დააბრუნონ.

მომღერალი მამუკა ონაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დავდგეთ ერთად ჩვენი ზურასთვის. ის ძალიან მძიმედ არის. ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ეს მისი თხოვნა და სურვილია. ჩამოყვანა უნდა მოხდეს სარეანიმაციო თვითმფრინავით, რომელიც 66 000 ლარი ჯდება. 18 დეკემბერს ტელემარათონი გაიმართება „პირველ არხზე”, 09:15-დან 10:00-მდე. დიდი მადლობა დათო ოქიტაშვილს და საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა ავად არის. ამის შესახებ ის თავად ჰყვებოდა. რამდენიმე დღეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, ის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.

2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. ისრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო. იქ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე წავიდა სამუშაოდ – ის აეროპორტში მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0