COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონი მეორე ადგილზეა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 404 ადამიანს დაუდგინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 108 ადამიანი.

რეგიონის მასშტაბით  ხუთ კოვიდ–კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 291 პირი მკურნალობს, მათგან 85 პაციენტი საშუალო, 31 კი მძიმე პაციენტია. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 153 პაციენტი გადის, სენაკში არსებულ „სენამედის“ კლინიკაში 39 ინფიცირებულია მოთავსებული, ფოთის კლინიკაში 40 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 31 პაციენტი, აბაშის კლინიკაში კი 28 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი, გარდაიცვალა ერთი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0