07:09 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
9110

„რემდესივირი“ ანტივირუსული პრეპარატია, რომელსაც აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ იყენებენ.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ საქართველოს „რემდესივირის" საცდელი პარტია, 4 ათასი ფლაკონი აქვს შეძენილი, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

ცერცვაძის განმარტებით, თითოეულ პაციენტს მედიკამენტის 6 ფლაკონი სჭირდება. შესაბამისად, შეძენილი ოდენობა მხოლოდ 660 პაციენტისთვის იქნება საკმარისი.

„იმ პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება არ სჭირდებათ, მსუბუქები ან საშუალოები არიან, მათ „რემდესივირი" არ დაენიშნებათ. ეს მედიკამენტი ასევე არ დაენიშნებათ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ინტუბაციაზე იმყოფებიან. პრეპარატი უფრო ეფექტური იქნება იმ პაციენტებისთვის, რომელთა ინფიცირების ხანგრძლივობა არ აღემატება დაწყებიდან 12 დღეს", – განაცხადა ცერცვაძემ. 

ცერცვაძის განცხადებით, პაციენტებისთვის „რემდესივირის" გაცემას 6 წამყვანი კლინიციტისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

„როდესაც კლინიკიდან მოთხოვნა იქნება, რომ მათ ჰყავთ შესაბამისი ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი, მაგრამ არა კრიტიკულად მძიმე, ეს კომისია უფრო ალბათ ონლაინ განიხილავს ამ წინადადდებას და მისცემს მას თანხმობას, ან ეტყვის უარს „რემდესივირზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მედიკამენტს საქართველოში დეკებრის ბოლოს ჩამოიტანენ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია ინფიცირების 190 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 1800-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები