რატომ იკეტება გორის გვირაბი

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვირაბის დაკეტვის გამო რამდენიმე საათის მანძილზე ავტოტრანსპორტი შემოსავლელი საავტომობილო გზით ისარგებლებს.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. გორის საავტომობილო გვირაბი სარემონტო სამუშაოების გამო 13 დეკემბერს, დღის საათებში დაიკეტება, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გვირაბში იგეგმება ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბში ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში იქნება აკრძალული. დროის ამ მონაკვეთში მძღოლები შემოვლითი გზით იმოძრავებენ.

ტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0