ქუთაისის ვიცე-მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

© AFP 2024 / ADEK BERRYლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ქარქაშაძეს კონტაქტი ჰქონდა იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან, რომელსაც კორონავირუსი 8 დეკემბერს დაუდგინდა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარქაშაძეს ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 636 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183.099-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0