სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირების 400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს – ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სამეგრელოს რეგიონშიც მაღალია.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 397 ადამიანს დაუდგინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 119 ადამიანი.

რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 155 პაციენტი გადის, აქედან 85 საშუალო სიმძიმისაა, ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. სენაკში არსებულ „სენამედის“ კლინიკაში 38 ინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის ხუთი მძიმე და რვა საშუალო სიმძიმის პაციენტია. ფოთის კლინიკაში 41 კოვიდ–პაციენტი მკურნალობს, 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 32 პაციენტი, აბაშის კლინიკაში კი 28.

რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 104-ს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183.099-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0