საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომას პატრიარქი არ დაესწრება

გამოწერა
ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე კათოლიკოს-პატრიარქთან ყველა სახის შეხვედრა შეზღუდულია.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება, განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაესწრება საპატრიარქოდან სხდომას.

„საქართველოს პატრიარქი ამ დროისათვის მკაცრ იზოლაციაში იმყოფება, ამიტომაც პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. მას ვარიდებთ ყველანაირს შეხვედრებს", – აღნიშნა ჯაღმაიძემ. 

საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო კათოლიკოს-პატრიარქი იზოლაციაში იმყოფება, მასთან შეხვედრები 6 დეკემბრიდან მკაცრად შეზღუდულია.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის – შესაბამისი პროცედურა პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული.

ყველა ახალი ამბავი
0