ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების ასეული ჩავიდა

© Ministry of Defense of Georgiaქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში ჩავიდნენ
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში ჩავიდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მშვიდობისმყოფელთა გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ქაბულში აშშ-ის სარდლობით შეასრულებს.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ასეულს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე და შტაბის უფროსი, მაიორი თენგიზ გობაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

„დღეს ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე ჩამოფრინდა თავდაცვის ძალების გაძლიერებული ასეული. მომდევნო დღეებში მოხდება ქვედანაყოფის გადასროლა ქაბულში, რომელიც ჩაანაცვლებს პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში შეასრულებს დაცვისა და თავდაცვის ამოცანებს“, – განაცხადა ნათენაძემ.

სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს სამუშაო შეხვედრა - Sputnik საქართველო
პომპეო: საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

ქართველი მშვიდობისმყოფელები მისიას ქაბულის „მტკიცე მხარდაჭერის“ ბაზაზე აშშ-ის სარდლობით შეასრულებენ.

სამხედროებმა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და შემაჯამებელი მომზადება გაიარეს სამშობლოში.

აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედროების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0