ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnikდიდთოვლობა გზებზე
დიდთოვლობა გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან საზღვრები ჩაკეტა, ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ტერიტორიის გავლით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ძლიერი ქარი, თოვლი და წვიმა – როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვრისკენ მიემართება, თოვისა და ლიპყინულის გარდა ზვავსაშიშროების საფრთხის დონეც მაღალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0