Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ჯამბურიას ტატუ – ნახეთ რომელი ცნობილი ადამიანის სახელი ამოისვირინგა მომღერალმა

© Facebook / Tina Jamburiaთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა ჯამბურიას მოულოდნელი გადაწყვეტილება. ვერავინ იფიქრებდა, რომ მომღერალი ამ ცნობილ ადამიანზე ასეა შეყვარებული.

90-იანების ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი თაყვანისმცემლების გაოცებას განაგრძობს. როგორც ჩანს, მომღერალი ძალიან გაიტაცა ტატუებმა და ამჯერად მან ცნობილი ვარსკვლავის ლენი კრავიცის სახელი ამოისვირინგა. მომღერალმა ვიდეო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა.

ცოტა ხნის წინ ჯამბურიამ ახალი ტატუ დაიხატა, რამაც მისი ტანი მეტად სექსუალური გახადა. მან არჩევანი გველზე შეაჩერა. მომღერალი ღრმა დეკოლტესა და თამამ ფოტოსესიებს აღარ უშინდება, რადგან წონაში საგრძნობლად დაიკლო. მას წონის პრობლემა ფეხმძიმობისა და ოჯახის დანგრევის შემდეგ აწუხებდა. წონაში დაკლება და სასურველი კილოგრამების შენარჩუნება წლების წინ მეგაპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისასაც მოახერხა.

მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.

View this post on Instagram

A post shared by TinaJamburia (@tinajamburia)

თუმცა, ქალიშვილის გაზრდის გარდა პოპულარული მომღერალი საკუთარ ფორმებზე ზრუნვასაც არ წყვეტს. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი. აღმოჩნდა რომ ვარსკვლავი ჯანსაღ ცხოვრებას შეუდგა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია.

View this post on Instagram

A post shared by TinaJamburia (@tinajamburia)

ბავშვობის პერიოდში თიკა ჯამბურიამ საკუთარი ხმითა და შესრულების ნიჭით უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა. მისი ცხოვრება წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ნაადრევმა დაოჯახებამ ბევრი რამ შეცვალა. სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეკითხვებს თამამად უპასუხა და აღნიშნა, რომ 18 წლის არასდროს გათხოვდებოდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს. ყველასათვის ცნობილი მომღერალი წარსულში გადადგმულ ნაბიჯს ნანობს და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

ყველა ახალი ამბავი
0