სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის 433 შემთხვევა გამოვლინდა

© Sputnik / STRINGERზუგდიდის რეფელარული საავადმყოფო
ზუგდიდის რეფელარული საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 281 პაციენტი მკურნალობს, აქედან სულ მცირე 33 პირი მძიმე მდგომარეობაშია

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის 433 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ფოთის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
„თუ დადგა აუცილებლობა“ - შესაძლოა ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელონ

მათი ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება.

  • რუხის კლინიკაში იმყოფება 143 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 95, ხოლო მძიმე პაციენტია 13.
  • სენაკში, „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობს 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 8 ადამიანი.
  • ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტი.
  • ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 32 პაციენტი.
  • აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს 28 პაციენტი.

რეგიონში კორონავირუსით გამოწვეული გართულებები შედეგად 2 მოქალაქე გარდაიცვალა.

მედმუშაკი პალატაში საწოლებს ამზადებს - Sputnik საქართველო
აბაშაში 30 პაციენტზე გათვლილი კოვიდ-კლინიკა გაიხსნა

ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს. ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID-19-ის 4 321 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 133 511-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 504 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0