Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ შვება 40 წლის ასაკში“ – ნოე სულაბერიძის მოულოდნელი განცხადება

© Facebook / Noe Sulaberidzeნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი
ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში უცნაური განცხადება გააკეთა. ნახეთ რას ვერ აკეთებს, მისი აზრით, ნინი ბადურაშვილი.

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგას, „პრაიმშოუს“ წამყვანსა და მომღერალს ნინი ბადურაშვილს. ამჯერად ნოემ სოციალურ ქსელში „ინსტაგრამის“ „ფოლოვერს“ კითხვაზე, როგორ დაამარცხოს 19 წლის ასაკში უნდობლობა, ასე უპასუხა: „მაგას ნინი ბადურაშვილიც ვერ შვება 40 წლის ასაკში“. უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე თავად ნინის, რადგან მან აღნიშნულ კომენტარს ყურადღება არ მიაქცია.

რამდენიმე თვის წინ „პრაიმშოუს“ გამორჩეული სახეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნინი ბადურაშვილმა ცნობილი პროდიუსერის „სთორი“ დაიწუნა და საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ისაა, რომ ნოე სულაბერიძემ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. „საღამო მშვიდობისა, გისმენთ...“ დაწერა ნოემ Instagram-ზე. შეკითხვების ფუნქციის გამოყენებით პროდიუსერს უამრავი თაყვანისმცემელი გამოეხმაურა. მათ შორის ერთ-ერთმა დაწერა, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოლოკი პირველად მიირთვა.

ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილი მონიშნა და დაწერა: „დღეს ნინი ბადურაშვილმაც ბოლოკის დესერტი მოამზადა“. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მომღერალმა კოლეგის ხუმრობას წარუმატებელი უწოდა. „რა წარუმატებელი ხუმრობა იყო“, - დაწერა ნინიმ.

პროდუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა. მათი რომანის შესახებ დიდი ხნის მანძილზე საუბრობდნენ.

My Number One - წერდა ნოე ნინისთან ერთად გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხმები მათი რომანის შესახებ 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა. თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ გავრცელებული ხმები გაფანტა, როცა ქართულ ჟურნალ OK-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნოე სულაბერიძესთან რომანი ჰქონდა, რომელიც უკვე 2018 წლის აგვისტოში დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0