Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნაადრევად მესტუმრა სანტა“ – მაკა ზამბახიძე რატი დურგლიშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

© FB / Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს მის ნაძვის ხესთან რატი დურგლიშვილი.

მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რატი დურგლიშვილი ნაძვის ხესთან სანტას ქუდით ცეკვავს. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, ყოფილმა დუეტმა მთელი დღე ერთად გაატარა, სავარაუდოდ, სიმღერაც ჩაწერეს და წყნეთის სახლში მხიარული დრო გაატარეს.

მაკა ზამბახიძე მესამე მეუღლესთან ერთად წყნეთში ცხოვრობს. წყვილი მარტში დაქორწინდა და ოფიციალური სახე მისცა ურთიერთობას, რომელსაც მომღერლისა და მორაგბის წყვილი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.

მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. 2008 წელს იურ­მა­ლის კონ­კურ­სზე „ახა­ლი ტალ­ღა“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დუ­ე­ტი „ჯორ­ჯია“ გახ­და. ჯგუფ­მა იქ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ყვე­ლა­ფერს ხელი შე­უ­შა­ლა.

რატი დურ­გლიშ­ვი­ლი და მაკა ზამ­ბა­ხი­ძე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ გან­ვი­თარ­დნენ, სა­მა­გი­ე­როდ მათ აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აგრძელეს. თუმცა სასცენო წყვილი რამდენიმე წლის წინ დაიშალა. იყო ბევრი ჭორი, რაზეც სასცენო წყვილმა ოფიციალურად მხოლოდ ის განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება დამოუკიდებლად, სოლო მომღერლებად სურდათ. დღეს, როგორც ჩანს, მათი არაჩვეულებრივი მეგობრობა გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0