Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გასკდა ჭამით...“ – რამ გააბრაზა ჯანეტ ქერდიყოშვილი – ნოე სულაბერიძე ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოე სულაბერიძემ მეუღლეს სახალისო ფოტო გამოუქვეყნა. ნახეთ რას პასუხობს ნოე სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს.

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ – ვის ჰგავს მათი პატარა შვილი. სოციალურ ქსელში ნოეს ხშირად წერენ, რომ პატარა ანა ჯანეტს ძალიან ჰგავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.

„გასკდა ჭამით სიმწრისგან“ – ასე უპასუხა ერთ-ერთ „ფოლოვერს“ ნოემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გოგონა მამას ჰგავს და ამას ჯანეტი უნდა შეეგუოს.

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი 29 ნოემბერს 29 წლის გახდა. წყვილმა მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით სტუმრების დაპატიჟებაზე უარი თქვა. ჯანეტი თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა.

ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს.

ჯანეტი და ნოე ერთად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემების ავტორი და უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0