Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა გაატყავა?“ – გია ჯაჯანიძის ჩაცმულობამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა

© Facebook / Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია ჯაჯანიძე ექსტრავაგანტულ გამოსვლებს არ წყვეტს. მისი თითოეული გადაწყვეტილება სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს არაორდინარულად აცვია, საზოგადოება გაამხიარულა. „ეტლში იჯდა და 12-მდე ვერ მიასწრო სახლში მისვლა? თუ რა ბაზარია გოგრები?“, „ამან ვეფხვი გაატყავა“, „გია-პარდი“, – წერენ ფოტოს კომენტარებში.

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედი ტელევიზიაში სცადა, და საკმაოდ წარმატებითაც.

მისი თქმით, რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც კი ენატრებოდა. თუმცა, ამჟამად უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპაში ყოველ შვებულებაზე უპრობლემოდ მიემგზავრება. მართალია, პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა, თუმცა გია მხიარულ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ გართობას საკუთარი სახლის ეზოშიც ახერხებს.

ყველა ახალი ამბავი
0