იუსტიციის სახლი: 25-ლარიანი ვაუჩერი არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სახლი ეხმიანება სოციალურ ქსელში აგორებულ ნეგატიურ კამპანიას და წუხილს გამოთქვამს, რომ ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა გაკილვის საბაბი გახდა.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. 25-ლარიანი ვაუჩერი არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებისთვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობის ასაღებად მივა, ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, რომელიც დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო გახდა. პროექტის ფარგლებში 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
იუსტიციის სახლები სამუშაო საათებს ამცირებენ

იუსტიციის სახლის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია აგორდა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„იუსტიციის სახლი წუხილს გამოთქვამს, თუკი ვინმესთვის ჩვილის დაბადების ამ ფორმით მილოცვა, არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაცინი გახდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უწყება განმარტავს, იუსტიციის სახლი კომპანია „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან ახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთებს და ფულად ვაუჩერს. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დღემდე ამ პროექტით 15 ათასმა პირმა უკვე ისარგებლა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, გუშინ „გეფასთან“ განახლდა მემორანდუმი, ის გახდა საყოველთაო და 15 დეკემბრიდან ყველა ახალშობილის მშობლები მიიღებენ როგორც ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს, ასევე ფასდაკლების ბარათებს ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების პროდუქციის შესაძენად.  

ყველა ახალი ამბავი
0