იმნაძე: 19 წლის გოგონას გარდაცვალების საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს

© Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინფექციონისტის განცხადებით, ახალგაზრდების გარდაცვალების შემთხვევები საქართველოში ავადობის მაღალ მაჩვენებელთან არის დაკავშირებული.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. 19 წლის გოგონას გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„ჩვენ ჯომოლუნგმაზე ავდივართ“ – იმნაძე საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებაზე>>

მისი თქმით, ამჟამად 20 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა და ეს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებს.

„სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები... ყველაფერი აქედან მოდის – რაც მეტი ადამიანი არის ავად, პროპორციულად მეტი იქნება გარდაცვალებაც“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მოსალოდნელ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებული შეზღუდვები იმისთვისაა საჭირო, რომ დღეში 4, 6 და 8 ათასი ახალი შემთხვევა არ გამოვლინდეს.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

საქართველოში ორშაბათს კორონავირუსისგან 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. ის დიაბეტით იყო ავად, მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის დედაქალაქის გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მაგრამ, ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტის მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, გარდაცვლილი გოგონას ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათი თქმით, ისინი ხუთი დღის განმავლობაში ითხოვდნენ მის გადაყვანას კლინიკაში, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. ანუ მათ ქალიშვილს დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 143.376-ს მიაღწია, გარდაიცვალა 1.342 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0