Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სულ რომ მეშინოდა ის დღეა ახლა...“ – ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა

© Photo: Nino Surguladze / FBნინო სურგულაძე
ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი საოპერო მომღერალი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა ნინო სურგულაძეს.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა. ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა, ის დროა ახლა, ის დღე, რომლის დადგომაც თითქოს კანონზომიერია, მაგრამ მაინც ვერავინ ვერასოდეს ეგუება, ახლა თითქოს ისიც კი მახსოვს, სულ პატარამ პირველად როგორ დაგიძახე მამა, პირველად როდის ვიგრძენი მამის სითბო და სიყვარული, მინდა მახსოვდეს და იმიტომ“, – წერს მომღერალი.

საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი ივნისში შეეძინა. მომღერალმა შვილებს ზაქარია და ნატალია დაარქვა. ნინო სურ­გუ­ლა­ძე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ნატ­ვრის ხე“ ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ნინო სურ­გუ­ლა­ძემ გა­სუ­ლი რვა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ოთხმო­ცამ­დე ბავ­შვს აჩუ­ქა სი­ცო­ცხლე – ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ფი­ნანსდა და ჩა­უ­ტარ­და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ამას გარდა, „ნატ­ვრის ხის“ ფონდმა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ათა­სამ­დე ოჯახს.

ყველა ახალი ამბავი
0