Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თხოვდები?“ – შორენა ბეგაშვილი საქორწინო კაბების მაღაზიიდან ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Shorenas Epekti / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ შორენა ბეგაშვილი კვლავ ურთიერთობაშია. ამჟამად მოდელი არც საყვარელ მამაკაცს და არც ურთიერთობას აღარ მალავს.

მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ულამაზესი საქორწინო კაბა მოირგო და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. შორენას ფანები უწერენ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება და კაბაც უხდება. ბევრმა მათგანმა შეკითხვაც დასვა – მოდელი დაქორწინებას აპირებს თუ არა. „თხოვდები Babe?“ – უწერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

როგორც საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ ტელეწამყვანმა აღიარა, ქმარს იმიტომ დაშორდა, რომ მძიმე წუთებში, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში იმყოფებოდა, „ქმარი თბილისში ერთობოდა“.

შორენამ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. სოციალურ ქსელში სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება.

მოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ცოტა ხნის წინ საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთშია გადაღებული, სადაც ზაფხულში შორენა საყვარელ მამაკაცთან ლაშა ბარათელთან ერთად ისვენებდა.

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით, ათ ყველაზე რეიტინგულ „კანონიერ ქურდს“ შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბარათელია.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. ბარათელი, მიუხედავად მანძილისა, საყვარელი ქალისთვის ძვირადღირებული საჩუქრებისა და სიურპრიზების კეთებას არ წყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0