„თუ არ ვიმუშავებთ, შიმშილით დავიხოცებით" – რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

© Sputnik / Olga Kiknavelidzeრუსთავის ბაზარი
რუსთავის ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქმიანობის გაგრძელების უფლება მოითხოვეს.

ე.წ „სტამბულის ბაზრობის“ მოვაჭრეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა, რისი უფლებაც პანდემიის გამო აღარ ეძლევათ. მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად დახმარებას ითხოვენ. 

პირბადეების არსწორი ტარება - Sputnik საქართველო
დავით გადელია: „24 დეკემბრიდან 3 იანვრამდეც არ უნდა მოიხსნას შეზღუდვები...“

„ჩვენ გვეუბნებიან – ორი თვე იჯექით სახლში და შიმშილით მოკვდით. მე არ შემიძლია სახლში ჯდომა, შვილი მყავს, რომელიც უნდა ვარჩინო. ახალ წლამდე ღია სივრცეში მუშაობის უფლება მაინც მომცენ, დისტანციასაც დავიცავ, ოღონდ სახლში რამე მივიტანო. ისინი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, ყურადღებას არ გვაქცევენ... თუ არ ვიმუშავებ, შიმშილით მოვკვდები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება არ აქვთ, რის შესახებაც ისინი გაფრთხილებული არიან.

მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გამართვას იმ დრომდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს.

ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით საქართველოში 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები მოქმედებს ქვეყნის დიდ ქალაქებში (მათ შორის რუსთავში) – შეჩერებულია ტრანსპორტის გადააადგილება, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა) სპორტდარბაზები და აუზები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0