Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბედნიერი დღე“ – როგორ აღნიშნეს ბერუკა ივანიშვილის იუბილე – ფოტო

© photo: Bera / FBბერა ივანიშვილი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად
ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერუკა ივანიშვილი ერთი წლის გახდა. ნახეთ როგორი ტორტი ჰქონდა და როგორ აღნიშნეს პირველი იუბილე ცნობილმა მშობლებმა.

ბერუკა ივანიშვილი 1 წლის გახდა. ცნობილმა მშობლებმა ბიჭუნას ფოტოები „ინსტაგრამის“ გვერდებზე გამოაქვეყნეს და უამრავი მილოცვა მიიღეს. „გილოცავთ და სულ ბედნიერები იყავით! ყველაზე ლამაზი ოჯახი ხართ“, „ბერუკას მთელი გულით ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოების კომენტარებში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა).

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენტრი­დან.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

ყველა ახალი ამბავი
0