ფიტნეს-ცენტრ „რეფორმერთან“ დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში დაიბარეს

© Sputnik / Shota Nozadzeზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩის“ ლიდერმა ბათუმში მდებარე ფიტნეს–კლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად იქირავა მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფიტნეს-ცენტრ „რეფორმერში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გართულებული ეპიდვითარების გამო 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში დროებით აიკრძალა ფიტნეს-ცენტრების, სპორტული დარბაზების და აუზების ფუნქციონირება. „რეფორმერი“ არ დაემორჩილა დაწესებულ შეზღუდვას და საქმიანობა გააგრძელა, რის გამოც ფიტნეს-ცენტრის ადმინისტრაცია შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

კლუბის მხარდაჭერა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა – მან „რეფორმერის“ მფლობელთან ზეპირი შეთანხმება დადო და ფიტნეს-ცენტრი საცხოვრებელ ფართად იქირავა. ჯაფარიძის თქმით, ადამიანებს, ვისაც ვარჯიში სურს, შეუძლიათ მასთან სტუმრად მივიდნენ და ივარჯიშონ.

ჯაფარიძის განცხადებით, გუშინ მას „საცხოვრებელი ფართი“ პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ფიტნეს–ცენტრის ტერიტორია იქ მყოფ პირებს დაატოვებინეს, დარბაზი დალუქეს და ინვენტარის აღწერა დაიწყეს.

ფიტნეს–ცენტრის თანამშრომლები ამ დრომდე ტერიტორიაზე რჩებიან და იქაურობის დატოვებას არ გეგმავენ.

„ვნახოთ, პოლიციას რა უნდა, დაკითხვაზე ყველაფერს გავიგებთ და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან.

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში 29 ნოემბერს ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს–კლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად მას შემდეგ იქირავა, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. ჯაფარიძე შეზღუდვების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ახლა პოლიცია უკანონოდ შეიჭრა მის საცხოვრებელში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ყველა ახალი ამბავი
0