კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაშია 943 პაციენტი

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციაში
რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 132368-ს შეადგენს. ამ დროისათვის კი 21 063 აქტიური შემთხვევაა

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 4 426 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 802 შემთხვევა (41%) კვლავ თბილისში გამოვლინდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, მესამეზე კი აჭარაა.

დანარჩენ რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემდეგია:

იმერეთში – 637, აჭარაში – 554, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 400, ქვემო ქართლში – 268, შიდა ქართლში – 258, კახეთში – 219, გურიაში – 119, მცხეთა-მთიანეთში – 108, სამცხე-ჯავახეთში – 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.
კახი კავსაძე - Sputnik საქართველო
კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. თბილისის საავადმყოფოებში - 2 741, აჭარაში - 1 019, იმერეთში - 1 261.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში – 429, აჭარაში – 167, იმერეთში – 190.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, თბილისში -181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37.

3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 311 თბილისში, 2 058 აჭარაში, 284 იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 10 745 პირი ვირუსის გადის.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 110 049 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 3 721), გარდაიცვალა – 1 230  (ბოლო 24 საათში - 35), კარანტინის რეჟიმშია 2 033, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 373 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 945 ადამიანი იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0