პლუს 35: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© AP Photo / Mosa'ab Elshamyექიმები
ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 426-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 132 368-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 230 -ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 426-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 132 368-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 110 049  ადამიანი (ბოლო 24 საათში - 3 721), კარანტინის რეჟიმშია 2 033, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 373 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 945 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0