Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რატი ძალიან მიყვარს“ – ვინ არის ბიჭი, რომელმაც გიორგი წერეთლის ყოფილი ცოლები დაამეგობრა

© Photo: Lola Tsereteli / FBლოლა წერეთელი
ლოლა წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი სარესტორნო წყვილის გიორგი და ლოლა წერეთლების ოჯახის დანგრევის მიუხედავად, მათი პერსონების მიმართ ინტერესი არ წყდება.

სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი ყოფილი ქმრის ყოფილ ცოლს ლაკას დაუმეგობრდა. ქალები ყოფილი ქმრის გვარს ატარებენ. როგორც გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ გიორგი წერეთლის ყოფილმა ცოლებმა ისაუბრეს, მათ დამეგობრებას ხელი ლაკა წერეთელის ვაჟმა რატიმ შეუწყო, რომელთანაც ლოლას მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ლაკა წერეთელი ივენთ-მენეჯერია, შესაბამისად, ის და ლოლა ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებენ. გიორგი წერეთლის ყოფილმა ცოლებმა ერთმანეთი წელს ქობულეთში გაიცნეს.

„რატისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, წელს ქობულეთში ვმუშაობდი და იქ იყო რატიც. დამირეკა და მითხრა, დედაჩემი მაღაზიებში დადის, ცოტა ხანი გამოგივლიო. ორი წელი არ მყავდა ნანახი რატი და გამიხარდა. სწორედ იმ დღეს გავიცანი ლაკა და დავმეგობრდით. ყოველთვის მინდოდა ლაკას გაცნობა, არც მანამდე ყოფილა ისეთი გარემოება, რომ არ გვემეგობრა, უბრალოდ თავისი დრო აქვს ყველაფერს”, – განაცხადა ლოლამ გადაცემაში.

თავად ლაკა წერეთელის თქმით, მისი და ლოლას დამეგობრება რატის დამსახურებაა. ლოლა და ლაკა წერეთლებმა ერთად აღნიშნეს ლაკას დაბადების დღე, ყოფილი ქმრის ყოფილი ცოლის დაბადების დღეზე ლოლამ კონცერტი ჩაატარა, სადაც მანდილოსნებმა ერთადაც იმღერეს.

„ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, მხიარულები და ბედნიერები ვართ ერთად. ჩვენს შორის არის ბავშვი, რომელიც ორივეს გვიყვარს. უნდა გაიზარდოს ეს ბიჭი, ცოლი მოიყვანოს, მე ვიმღერო, ლაკამ თავის საქმე გააკეთოს”, – განაცხადა ლოლა წერეთელმა.

ქალი მეორედ ასევე სარესტორო მომღერალ გიორგი წერეთელზე გათხოვდა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი სკანდალურად დაშორდა. მათი ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

ცოტა ხნის წინ ლოლა წერეთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ შეყვარებულია და საყვარელი მამაკაცი მამით ფრანგია, დედით სომეხი და ის საფრანგეთში გაიცნო. მას ლოლას შესრულებული სომხური სიმღერა მოეწონა. როგორც ლოლა აღნიშნავს, მასთან ურთიერთობა აქვს, თუმცა დაქორწინება არ სურს. მამაკაცი კი მას ხელსა და გულს სთავაზობს.

ყველა ახალი ამბავი
0