Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საზიზღრობაა... კაცებო, პატივი ეცით თქვენს თავს“ – ლევ დენგოვი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ბიზნესმენ და დიპლომატ ლევ დენგოვზე სულ ახლახან იქორწინა. ნახეთ რა სკანდალში გაეხვა ბიზნესმენი.

ქეთა თოფურია ბელორუსული წარმოშობის ბიზნესმენზე 20 ნოემბერს დაქორწინდა და მომღერალმა ფოტოები სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა, რასაც ბევრი მისალოცი წერილი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, დაიწერა ნეგატიური კომენტარებიც. კერძოდ, რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ლევ დენგოვს ფრჩხილები დაუწუნეს.

რუსული აუდიტორია წერს: „თქვენც ხედავთ პრიალა ფრჩხილებს? საშინელებაა“, „საზიზღრობაა კაცზე ლაქით შეღებილი ფრჩხილები“, „ეს მეტროსექსუალებს ახასიათებთ“, „მგონი, რკინისა და თუთიის ნაკლებობა აქვს“, „კაცებო, პატივი ეცით თქვენს თავს. არ გჭირდებათ ფრჩხილების გაპრიალება და ლაქის წასმა“ და ა.შ.

პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქეთას დაქორწინების შესახებ 23 ნოემბერს გაიგეს. მომღერალმა და ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა ხელი 20 ნოემბერს მოაწერეს. ქეთას თეთრი დეკოლტირებული, ტანზე მომდგარი თეთრი კაბა ეცვა, ნეფე კი ტრადიციულ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მომღერალი პირველად 2012 წელს გათხოვდა და ცოლად რუსეთში მოღვაწე ებრაელ მილიონერს, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა. მოგვიანებით წყვილი რეპერი გუფის სკანდალის შემდეგ დაშორდა, თუმცა ორივე ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქეთას ცხოვრებაში რეპერი მათი დაშორების შემდეგ გამოჩნდა. წყვილს ერთი შვილი - ოლივია გეიხმანი ჰყავს.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Beridze (@nucacuca)

რაც შეეხებათ ქეთას და ლევ დენგოვს, მათ პირველი საერთო შვილი რამდენიმე კვირაში ეყოლებათ. ბოლო პერიოდის მანძილზე და მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ.

მომღერალმა გულანთებულ ფანებს სიახლე სულ რამდენიმე დღის წინ გაუმხილა. მან ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის ვიდეოკლიპში მოზრდილი მუცლით გამოჩნდა. ქეთამ პირველი შვილი 2015 წელს მოავლინა ქვეყნად, მეორეს კი ახლა ელოდება.

View this post on Instagram

A post shared by @beautiful_brideee

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა, რომლისგანაც, სავარაუდოდ, ვაჟს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0