კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა

© Sputnik / STRINGERეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3.801 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.293 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, მესამეზე კი აჭარაა.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: იმერეთი – 793, აჭარა – 475, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 371, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 232, კახეთი – 129, გურია – 80, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26. 
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.124 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 18.759 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.165 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2.728, აჭარაში – 1000, იმერეთში – 1.215.

კოვიდ–სასტუმროში მოთავსებულია 3.920 ადამიანი, მათ შორის 1.200 – თბილისში, 2.154 – აჭარაში, 265 – იმერეთში.

986 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 452 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 139, იმერეთში – 42. ბინაზე 8.674 პირი მკურნალობს.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.037 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 412, აჭარაში – 1.035, ხოლო იმერეთში – 33.

თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 პირი, საიდანაც თბილისშია 17.841 ადამიანი, აჭარაში – 14.605, იმერეთში – 4.782.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 118.690-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0