თბილისის მეტრო დაკეტვის საფრთხის წინაშე დგას: მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია

გამოწერა
დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნილ ვითარებას არასწორ მენეჯმენტს აბრალებს და პასუხისმგებელ პირებს მკაცრი შეზღუდვებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსითაა ინფიცირებული, ნათქვამია მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“>>

დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნილ ვითარებას არასწორ მენეჯმენტს აბრალებს, რადგან, მათი მტკიცებით, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები არ იყო გათვალისწინებული.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: რეალურად COVID-19-ის 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად

„საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია... დამსაქმებელს მოუწოდებს, რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა, რამაც გამოიღო შედეგი და თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ერთობა 2013"-ის განცხადებით, მათ ჰქონდათ შეთავაზება, რომელიც მეტროს დილის 7:00 საათზე გახსნას და საღამოს 21:00 საათზე ჩაკეტვას გულისხმობდა, ასევე ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები რაოდენობის მატარებლის მოძრაობას. ეს გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის, ნაკლები მემანქანის საჭიროებას ყოველდღიურად.

ვახტანგ ჭარაია: წერტილოვან შეზღუდვებს თუ არ დავაწესებთ, „ლოკდაუნს“ ბუნებრივად მივიღებთ>>

„ამ სქემით მეტროს მემანქანის (თანამშრომლების) რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი. თუმცა ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისი - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში ყველაზე მეტი შემთხვევაა

„ერთობა 2013" ინფიცირების ჯაჭვის გასაწყვეტად პასუხისმგებელ პირებს სწრაფი და მკაცრი შეზღუდვებისკენ მოუწოდებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 350-400 ათას მგზავრს ემსახურება.

სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქვეყანაში საკურორტო სეზონი დამთავრდა, ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114 889 ადამიანი, გარდაიცვალა 1 085. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა, აქედან თბილისში – 1 314. 

ყველა ახალი ამბავი
0