COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 95.581 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.085, კარანტინის რეჟიმშია 2.071, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.145 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.723 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.071-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 114.889-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 95.581 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.085, კარანტინის რეჟიმშია 2.071, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.145 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.723 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0