ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა

© photo: Government of Georgia / FBამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო გადავიდა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სამსახურში დაბრუნდა, იუწყება „პირველი არხი“.

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე კოვიდ-ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა 1.051 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0