ტემპერატურა და სისუსტე: თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას ორმხრივი  პნევმონია აღენიშნებოდა.

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის  თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება პირველი არხი.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მსუბუქ ფორმებში ჰქონდა გამოხატული, ამიტომაც ინფექციონისტი სახლში მკურნალობდა. 19 ნოემბერს კი მას სიცხემ აუწია და ორივე ფილტვზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია იმანაც განაპირობა, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.

„თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც იგივეა. სტაბილური მდგომარეობაა, ცვლილებების გარეშე, იგივე სიმპტომატიკით. ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე – ის ძირითადი ჩივილებია, რაც ამ წუთისათვის თენგის ცერცვაძის მკურნალობის პროცესში იკვეთება. მომავალ კვირას გაკეთდება დამატებითი კვლევები და თუ საჭირო გახდება შეიცვლება მკურნალობის სტრატეგია“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ბერიძის თქმით, ანა თოფურია მკურნალობას სახლში განაგრძობს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, ფაქტობრივად, არ აქვს სიმპტომები და აგრძელებს მკურნალობას სახლში“, – განაცხადა ბერიძემ.

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0