კოვიდ-გეოგრაფია საქართველოში: ახალი შემთხვევების თითქმის 40% თბილისში დაფიქსირდა

© photo: AFP 2020 / JACK GUEZტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე 104 ათასზე მეტია,  რეგიონების მიხედვით სტატისტიკურ მონაცემებში კვლავ დედაქალაქი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ამჯერად იმერეთია.

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 4 048 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  1 602 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

ვის არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებისა: იმუნოლოგი განმარტავს >>

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე ამჯერად იმერეთია, მესამეზე კი აჭარაა. 

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია:

იმერეთი – 772, აჭარა – 447, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, შიდა ქართლი – 241, ქვემო ქართლი – 223, გურია – 114, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.
გიორგი პაპუნაშვილი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი. აქედან თბილისში – 24, აჭარაში – 13, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – სამი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი, ხოლო შიდა ქართლში – ერთი ადამიანი. 

ამ დროისთვის ინფიცირების 18 091 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  მათგან თბილისის საავადმყოფოებში – 2 774, იმერეთში – 1 241, აჭარაში – 1 021.

მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, იმერეთში – 202, აჭარაში – 147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში – 45. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 449 ადამიანი, მათ შორის 1 659 – აჭარაში, 1 138 – თბილისში, 310 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობის კურსს გადის 8 453 პირი, რაც აქტიური შემთხვევების თითქმის 47%-ს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 470, აჭარაში - 1 100, ხოლო იმერეთში – 26.

ცესკო. 21.11.2020 - Sputnik საქართველო
კანდიდატმა 164% მიიღო: ცესკომ განმარტა რატომ გამოქვეყნდა არჩევნების გაბერილი შედეგები

სულ 6 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 17 241 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 201 პირი, აჭარაში – 18 088, იმერეთში – 5 313“.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათმა რაოდენობამ ბოლო 24 საათში  3 856 შეადგინა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი უკვე 104 732 -ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 85 639 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 976 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0