საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევისთვის შემოღებულია ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით - ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად არის მიღებული.

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის გამო გამონაკლისის სახით მოიხსნა, 22 ნოემბრის 22:00 საათიდან კვლავ ძალაშია.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: უახლოეს 2-3 კვირაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ გაიზრდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა საპარლამენტო არჩვენების მეორე ტურის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით მოიხსნა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.

საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა 17 მაჟორიტარულ ოლქში როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0