Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკა ხოფერიას ეგზოტიკური გარეგნობის დისშვილი ჰყავს, რომელიც საოცრად ჰგავს მას – ფოტოები

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია
ეკა ხოფერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ხოფერია ულამაზესი დისშვილის ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებლებს უზიარებს. ნახეთ როგორი გამოიყურება გოგონა.

ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დისშვილის ნატალია პაპუაშვილის ფოტო გაიზიარა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ გოგონა საოცრად ჰგავს ეკას. „შენს მიერ ატვირთულ ნატალიას ყოველ ფოტოზე მგონია რომ შენია. ძალიან ლამაზები ხართ ორივე და ძალიან ერთნაირები“, – უწერენ ეკას ფოტოს კომენტარებში.

14 წლის ნატალია პაპუაშვილი დამწყები მოდელია და ის ცნობილი პოლიტიკოსის გიორგი პაპუაშვილის შვილია. გიორგი პაპუაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი 2004 წლის თებერვლიდან 2005 წლის თებერვლამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, რის შემდეგაც დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად.

ეკა ხოფერია ხშირად აღნიშნავს, რომ ვიზუალურად დედის დედას ჰგავს, რომელიც ნახევრად აფხაზი იყო. სავარაუდოდ, სწორედ მას დაემსგავსა ნატალიაც. ეკა ხოფერიას ორი და ჰყავს – მარიკა და თეა. ნატალია უმცროსი დის - თეას ქალიშვილია.

ეკა ხოფერიას თავადაც ჰყავს გოგონა პირველი ქორწინებიდან ანანო ლევიძე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ ანანო შორს ცხოვრობს და ძმებთან ინტენსიური ურთიერთობა არ აქვს, უმცროსი ძმები და უფროსი და ძალიან მეგობრობენ.

ეკა ხოფერია მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე დაქორწინდა და ისინი 12 წელია ერთად ცხოვრობენ. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი სამ შვილთან ერთად ინტენსიურ ურთიერთობასა და საოჯახო ვითარებაში დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს. ეკა ხოფერიასა და მიშა ხუჯაძეს ორი საერთო ვაჟი ჰყავთ.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0