ქუთაისის კლინიკაში ბოლო დღე-ღამეში 13 ინფიცირებული ორსული შეიყვანეს

გამოწერა
იმერეთის რეგიონში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება, მატულობს ინფიცირებული ორსულების რაოდენობაც.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტის კლინიკა „ბომონდში“ ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით 13 ორსული შეიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინფიცირებული ორსულები მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან. ამ დროისათვის კლინიკაში ჯამში კორონავირუსის დიაგნოზით 40 პაციენტია მოთავსებული. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსის დღის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით – რომელი რეგიონი „ლიდერობს"

გარდა ამისა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გუშინ 12 დღის ინფიცირებული ჩვილი გადაიყვანა. ექიმები ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ როგორც საშუალო სიმძიმის – მას ინფექცია, სავარაუდოდ, დედისგან გადაედო.

იმერეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს მასშტაბით რეგიონების მიხედვით პირველ სამეულში შედის. ბოლო დღე-ღამეში აქ 541 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.768-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 96.860-ს მიაღწია. 26 თებერვლიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა 77.932, ხოლო გარდაიცვალა 894 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0