Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაგვასწრო, დაიბადა” – თამუნა მუსერიძეს და სანდრო მიკუჩაძეს შვილი შეეძინათ – ფოტო

© photo: courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლახან მათ სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ახალი ამბავი შეატყობინეს.

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე მესამე შვილის დედა გახდა. ჟურნალისტს ქალიშვილი გაუჩნდა. „დაგვასწრო, დაიბადა” – ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ახალშობილს სახელი მამამ, მსახიობმა სანდრო მიკუჩაძემ შეურჩია.

თამუნა მუსერიძემ საზოგადოებას ორსულობის შესახებ პანდემიის დაწყების დროს გაუმხილა. მუსერიძემ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ორსული ქალებია გადაღებული და ასეთი სათაური გაუკეთა: „ეს გინდოდათ?“, რაზეც ქმარმა ემოციური კომენტარი დაუწერა: „ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი ხარ შენ და თან ჩემპიონზე ჩემპიონი დედა. ძალიან მიყვარხარ და უზომოდ ბედნიერი ვარ შენ წყალობით. დიდი მადლობა შენ ამ ბედნიერებისთვის“.

წყვილის სიყვარულის შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. რამდენიმე თვე დაშორებულებიც იყვნენ. ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. „როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო“, – ამბობდა თამუნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თამუნა დაქორწინებული ორჯერ იყო და პირველი ქორწინებიდან შვილი – ალექსანდრე მაკალათია ჰყავს. ქორწინებაში სანდროც იყო. მას პირველი ქორწინებიდან ელენე ჰყავს. წყვილს საერთო შვილი მარიამიც ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0