Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი წიგნის მთავარი პერსონაჟი“ – ვინ არის კაცი, რომელსაც მაია ასათიანმა წიგნი მიუძღვნა

© Facebook / TV Show Profileმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლე ამცნო. ნახეთ რომელი კაცია მისი წიგნის მთავარი პერსონაჟი.

თოქშოუ „პროფილის“ ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ „სთორიდან“ ცოტა ხნის წინ ამცნო სოციალური ქსელის მომხმარებლებს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, წიგნი მის პირად ცხოვრებაზეა, მასში სიყვარულიცაა, გაჭირვებაც, ვნებაც, თუმცა მკითხველის რეაქციის არ ეშინია, პირიქით, ერთი სული აქვს, როდის გაანდობენ ისინი შთაბეჭდილებებს.

ასათიანის თქმით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნი ერთ თვეში იხილავს დღის სინათლეს და „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“ მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება წიგნის მაღაზიებში.

მაია ასათიანი ამბობს, რომ მწერლობაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ წიგნი ერთი სულის მოთქმით წასაკითხია, რადგან ტელესიუჟეტის სტილშია დაწერილი. მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ იმ კაცის ფოტოც გამოაქვეყნა, ვინც წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

ყველა ახალი ამბავი
0