09:01 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2553)
10101

პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს დაახლოებით 5 ათასი თანამშრომელი დაინფიცირდა. მათ შორის უკვე არიან გარდაცვლილები.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსისგან გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

62 წლის მამაკაცი ამავე კლინიკაში ცხრა დღე მკურნალობდა.

თბილისი ისევ „ლიდერობს“: კოვიდ–სტატისტიკა რეგიონების მიხედვით>>

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა იმდენად სწრაფად და მკვეთრად გაუარესდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის კლინიკური მენეჯერის გია კიკაბიძის განცხადებით, პაციენტი თავს ნორმალურად გრძნობდა და უკვე საავადმყოფოდან მის გაწერასაც კი აპირებდნენ.

„აღენიშნებოდა ფილტვის არტერიის სტენოზიც, თუმცა თავს კარგად გრძნობდა და დღეს კლინიკიდან გაწერაც იგეგმებოდა, ანალიზებიც კარგი იყო, მაგრამ მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. შესაძლოა, განვითარდა თრომბოემბოლია ან ინფარქტი. ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ბათუმში დღეს მედდაც გარდაიცვალა. ის შუახევის კლინიკაში მუშაობდა.

სულ აჭარაში ბოლო დღე–ღამეში ცხრა ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაახლოებით 5 ათასი მედიცინის სფეროს წარმომადგენელი დაინფიცირდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა>>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან 90 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 815 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2553)

მთავარი თემები